მაიკ პენსი – თურქეთმა არ უნდა გამოსცადოს ტრამპის მოთმინება

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა თურქეთი გააფრთხილა, არ გამოსცადონ ტრამპის მოთმინება და თურქეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ამერიკელი პასტორი ენდრიუ ბრანსონი გაათავისუფლონ.
„პასტორი ენდრიუ ბრანსონი უდანაშაულო ადამიანია, რომელიც თურქეთშია დაკავებული. პრეზიდენტი და მე არ გავჩერდებით, ვიდრე მას არ გაათავისუფლებენ და ის თავის ოჯახს, მეგობრებსა და ეკლესიას არ დაუბრუნდება აშშ-ში“, – დაწერა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.
მაიკ პენსმა ასევე მოუწოდა თურქეთს, პრეზიდენტ ტრამპის მოთმინება არ გამოსცადონ.
„თურქეთმა არ უნდა გამოსცადოს პრეზიდენტ ტრამპის მოთმინება, რომელიც ამერიკაში იმ ამერიკელების დაბრუნებას აპირებს, ვინც არასამართლიანად არის დაკავებული საზღვარგარეთ“, – დასძინა მან.
აღსანიშნავია, რომ პასტორი ენდრიუ ბრანსონის საქმის გამო აშშ-ს ხაზინას დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა თურქეთის შს და იუსტიციის მინისტრებს