უბრალოდ დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა საკონსულოს თანამშრომელს

გუშინ ჩემმა მეგობარმა მარინა იმნაძე ( დობრინსკი) უკანასკნელად გადაუფრინა ატლანტიკას და ჩაფრინდა საყვარელ სამშობლოში ??, მან ცხოვრების 20 წელი გაატარა აქ, ამერიკაში მაგრამ მისი სანუკვარი სურვილი შესრულდა, იგი მიებარება ქართულ მიწას, საქართველოს საკონსულოს დახმარებით ნიუ-იორკში, სადაც ძალიან გულისხმიერად და ადამიანურად მოგვიდგნენ აბსოლიტურად უცხო ადამიანებს, უბრალოდ დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა საკონსულოს თანამშრომელს, დიანა ჟღენტი, ეკატერინე ნინუას და ყველა იმ ადამიანს, ვინც ერთ უბრალო, რიგით მოქალაქეს აბსოლუტურად უსასყიდლოდ დაეხმარა სამუდამო განსასვენებლამდე მოგზაურობაში.

“კავშირი”-ის ადმინისტრაცია სამძიმარს უცხადებს გარდაცვილილის ოჯახს და მეგობრებს…

P.S “კავშირი”-ის ადმინისტრაციას მოგვმართა თხოვნით ნათია ბზვანელმა რომ გამოგვექვეყნებინა სამადლობელი წერილი.