რა მიზნით შეაჩერა აშშ-ს ფედერალურმა სასამართლომ მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსება?!

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა სასამართლომ მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსება დროებით შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ სასამართლომ შეაჩერა კონგრესის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანხმადაც, არიზონასა და ტექსასის შტატებში მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობისათვის 1 მილიარდი აშშ დოლარი იყო გამოყოფილი.

შეგახსენებთ, რომ მექსიკის საზღვარზე კედლის აშენება დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ უმთავრეს დაპირებას წარმოადგენდა. კედლის მშენებლობისათვის სახსრების გამოყოფის თაობაზე კონგრესში აზრთა სხვადასხვაობა იყო, რის გამოც ქვეყნის მთავრობამ მუშაობა შეაჩერა და ე.წ. შათდაუნი დაიწყო, რომელიც აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა.

ზიარი