რა მიზნით აპირებს დ. ტრამპი საუდის არაბეთს 8 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი მიჰყიდოს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს საუდის არაბეთს 8 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების იარაღი მიჰყიდოს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპმა ფედერალური კანონის ის ასპექტი გამოიყენა, რომელსაც საკმოდ იშვიათად მიმართავენ. აღსანიშნავია, რომ ამ გზით თეთრი სახლის ლიდერი შეძლებს საუდის არაბეთს იარაღი კონგრესის გვერდის ავლით მიჰყიდოს.

დონალდ ტრამპმა განმარტა, რომ ამ გზით ის ცდილობს დააბალანსოს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება ირანთან ურთიერთობის გაუარესების ფონზე. აღსანიშნავია, რომ ტრამპის გადაწყვეტილება პოლიტიკოსების ნაწილმა გააკრიტიკა. ისინი აცხადებენ, რომ შესაძლოა, საუდის არაბეთმა იარაღი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენოს.

შეგახსენებთ, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც ირანმა ბირთვული იარაღის შესახებ მიღწეული შეთანხმება დატოვა.

ზიარი