ნატო-ს ახალ სტრატეგიები რუსედთან და საქართელოსთან მიმართებაში.

ნატო-ს ახალ სტრატეგიაში საქართველოზეც არის საუბარი. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა თავისი ახალი სტრატეგია გამოაქვეყნა, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში პირველად მოხდა. ამის მიზეზია ახალი გამოწვევები და რუსეთისგან მომდინარე ბირთვული საფრთხე. ნატო-ში მიიჩნევენ, ყირიმში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ რუსეთის შეკავება განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს. ამის თაობაზე ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.

ალიანსის ახალი სტრატეეგია ოთხ ძირითად პუნქტს მოიცავს: 1) მოსკოვზე ზემოქმედების გაზრდა სანქციებისა და ბაზების მეშვეობთ; 2) პოზიციების განმტკიცება შავ ზღვაში – „ის არ ეკუთვნის ერთ ქვეყანას“; 3) დახმარების პაკეტები მოკავშირე სახელმწიფოებისთვის; 4) კიბერსაფრთხესთან დაპირისპირება. ამ სტრატეგიის პირველ და მესამე პუნქტებში ლაპარაკია საქართველოზე. კერძოდ, საქართველოსთვის მრავალმხრივი (მათ შორის სამხედრო) დახმარების აღმოჩენასა და ერთობლივი წვრთნების ჩატარებაზე.