როგორ უნდა გახსნათ ბანკის ანგარიში აშშ-ში SSN-TAX ID -ის გარეშე?!

ბანკის სადეპოზიტო ანგარიშის გახსნა იმათთვის, ვისაც ჯერ არ აქვს სოციალური დაზღვევის ნომერი SS number ან საგადასახადო მონერი- Tax ID.
უმეტესობა ბანკი გაგიხსნით ანგარიშს სოციალური ნომრის არსებობის გარეშე (without SS #), რადგან საბანკო თანხების მიმოქცევა საერთაშორისო ფინანსური პროცესია და არ იზღუდება ბანკში ანგარიშის მფლობელების ლეგალურ სტატუსით. თუმცა, ბანკები აშშ-ში მოვალეები არიან, რომ თუ ანგარიშის მფლობელს აქვს სოციალური დაზღვევის SS# ან პერსონალური საგადასახადო ნომერი tax ID, მათი საბანკო ანგარიში ამ ნომრებზე უნდა დარეგისტრირდეს, რათა საჭიროების შემთხვევაში (გადასახადების დამალვის შემთხვევაში) შიდა შემოსავლებიოს სამსახურმა IRS უნდა შეძლოს გადასახადის გადამხდელის ფინანსური ინფორმაციის (bank statements) ნახვა, ასევე თუ შემნახველ ანგარიშზე (saving account) ფულს ინახავთ და პროცენტი ემატება, ეს პროცენტი იბეგრება (1099-interest) და ბანკი ვალდებულია აცნობოს ფედერალურ საგადასახადო სამსახურს IRS. 
თუ ანგარიში გახსენით ყოველგვარი ნომრის გარეშე, დროდადრო ბანკი გიგზავნით წერილს, რომ თუ რაიმე შეიცვლა თკვენს სტატუსში და გადასახადსი გადამხდელი გახდით (ანუ ნომერი მიიღეთ), ვალდებული ხართ ინფორმაცია განაახლოთ უკვე ნომრით. როგორც წესი ფორმა W-9 ს შევსება მოითხოვება ხოლმე. რაიმე ნომრის გარეშე ბანკის ანგარიშის მფლობლები ფორმა W8-ს ავსებენ.
ბანკები ანგარიშს გაგიხსნიან სოციალური ნომრის გარეშე. განსხვავება იმაშია რომ ზოგი ბანკი ითხოვს დამატებით საბუთებს, ან სამ (ორს) მაიდენტიფიკაცირებელ დოკუმენტს ID , ან ბილს, ზოგი ბანკი გაგიხსნით საერთაშორისო ანგარიშს.
ვისაც არ აქვს სოციალური დაზღვევის ნომერი და რეზიდენტის სტატუსი, ბანკის ანგარიშისთვის დაგჭირდებათ შემდეგი: 
1. მძღოლის მოწმობა (ქართული ან საერთაშორისო, ან აშშ-თუ გაქვთ).
2. პასპორტი.
3. ქართული პირადობის მოწმობს- თუ გაქვთ
4. შტატის აიდი (ეს არის აშშ-ში გაკეთებული აიდი, რომეზეც თქვენი სურათია და სახელი და გვარი).
5. დაბადების მოწმობა (გადათარგმნილ- დანოტარიუსებული).
6. აშშ მისამართის დამადასტურებელი ბილი (ინტერნეტის, ტელეფონის, ელექტრობის, ლიზი, ან რაიმე საემიგრაციო დოკუმენტი რაც მოგივიდათ მისამართზე. 
ეს არ სავარაუდო სია, მაგრამ ეცადეთ შეაგროვოთ ისინი და ეწვიეთ ბანკს, დაელაპარაკეთ პერსონალური საბანკო ანგარიშის ბანკერს. თუ არ გაქვთ ბილი, სცადეთ ნაკლებად მკაცრ ბანკში ისეთი როგორიცაა PNC, Wells Fargo, TD bank, 
სხვადასხვა შტატებში განსხვავებული სიტუაციაა საბანკო კანონებისა და სიმკაცრის მიხედვით.