ვინ არიან აშშ-ში, დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატები?!

აშშ-ში დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო დებატები გაიმართა, რომელშიც პრეზიდენტობის ოცი მსურველიდან ათიპრეტენდენტი მონაწილეობდა. დანარჩენი ათი მონაწილის დებატები დღეს ჩატარდება.

ძირითადი სადისკუსიო თემები იყო ჯანდაცვა და იმიგრაცია. უფრო ზომიერი კანდიდატები დაუპირისპირდნენ ლიბერალებს და რეიტინგის ლიდერებს ბერნი სანდერსს და ელიზაბეთ უორენს. კანდიდატები შედარებით ადვილად შეთანხმდნენ, როდესაც საქმე შეეხო იარაღის გამოყენებით ძალადობას, შავ ფულს პოლიტიკაში და კლიმატის ცვლილების პრობლემებს.

კანდიდატები შემთხვევითი შერჩევით გზით გაყო ორ ნაწილად „სი-ენ-ენმა“.

გუშინ დებატებში მონაწილეობდნენ სენატორები ბერნი სანდერსი, ელიზაბეთ უორენი და ემი კლობუჩარი, ყოფილი და მოქმედი კონგრესმენები ბეტო ო’რურკი, ჯონ დელანი და ტიმ რაიანი, მონტანას გუბერნატორი სტივ ბალოკი, კოლორადოს ყოფილი გუბერნატორი ჯონ ჰიკენლუპერი, ინდიანას შტატის ქალაქ საუთ-ბენდის მერი პიტ ბუტიგიეგი, მწერალი მარიანა უილიამსონი.