თავდასხმის სერია აშშ-ში, სხვადასხვა შტატებში ბოლო 24 საათში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცეცხლი უკვე მესამედ გახსნეს.

აშშ-ში ბოლო 24 საათში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცეცხლი უკვე მესამედ გახსნეს. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ჩიკაგოში მოქალაქეებს ცეცხლი ავტომანქანიდან გაუხსნეს. დაჭრილია 7 ადამიანი, მათგან ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია. მსროლელი ჯერ არ დაუკავებიათ.

შეგახსენებთ, რომ 4 აგვისტოს ოჰაიოს შტატში, დეიტონში მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს. დაღუპულია 10 ადამიანი, მათ შორის თავდამსხმელი.

მანამდე, 3 აგვისტოს ტეხასის შტატის ქალაქ ელ-პასოს სავაჭრო ცენტრში 20 ადამიანი მოკლეს.