აშშ-ში „მწვანე ბარათის“ მიღების შესაძლებლობა რთულდება!

აშშ-ში მცხოვრები მიგრანტებისთვის ვიზის გაგრძელებისა და მუდმივი ცხოვრების სტატუსის („მწვანე ბარათი“ს) მიღების პირობები მკაცრდება, – ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

ტრამპის ადმინისტრაციამ წარადგინა ახალი კანონი, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს შევა და რომლის თანახმადაც, იმ აპლიკანტებს, რომლებიც ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში სახელმწიფოსგან გარკვეული სახის სოციალურ შეღავათებს იღებენ, როგორიცაა მაგალითაც საკვებითა და საცხოვრებელი ფართით დახმარება, ქვეყნის მთავრობამ შესაძლოა ვიზის გაგრძელებაზე ან მწვანე ბარათის მიღებაზე უარი უთხრას.

ახალი, კანონი, რომელიც Public charge rule-ის სახელითაა ცნობილი, Federal Register-ში გამოქვეყნდა. შენიშვნებში აღნიშნულია, რომ ცვლილება იმიგრანტებს უფრო „დამოუკიდებელს“ გახდის, ისინი „საჭიროებების დასაკმაყოფილებლად საზოგადოებრივ რესურსებზე კი აღარ იქნებიან დამოკიდებული, არამედ საკუთარ შესაძლებლებებს, ოჯახის რესურებს, სპონსორებს და კერძო ორგანიზაციებს დაეყრდნობიან.“

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში 22 მილიონი ლეგალური მიგრანტი ცხოვრობს, რომლებსაც აშშ-ის მოაქალაქეობა არ გააჩნიათ.

სამოქალაქო უფლებების ორგანიზაციები აცხადებენ, რომ კანონის სამიზნე დაბალი შემოსავლის მქონე იმიგრანტები არიან. რეგულაციის ძალაში შესვლის აღკვეთის მიზნით, ეროვნული იმიგრაციის კანონის ცენტრი ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს.