უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა დონალდ ტრამპის გეგმას, რომელიც მიგრანტებს აშშ-ში შესაძლებლობას უზღუდავს.

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გეგმას, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს მიგრანტების შესაძლებლობას, თავშესაფარი აშშ-ში მოითხოვონ, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ახალი წესის თანახმად, იმ ადამიანებმა, რომლებიც აშშ-ში მესამე ქვეყნის გავლით შედიან, თავშესაფარი სწორედ იმ მესამე ქვეყანაში უნდა მოითხოვონ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მიგრანტს მესამე ქვეყანა თავშესაფარზე უარს ეტყვის, ან ის ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლია, თავშესაფრის მოთხოვნით შეუძლია აშშ-ს მიმართოს.

ცენტრალური ამერიკიდან მომავალი მიგრანტები აშშ-ის საზღვრამდე მექსიკის გავლით აღწევენ. „ბიბისის“ განმარტებით, ცვლილება ნიშნავს იმას, რომ მიგრანტებს ჰონდურასიდან, ნიკარაგუადან და ელ სალვადორიდან მოუწევთ, რომ თავშესაფარი არა აშშ-ში, არამედ მექსიკაში ითხოვონ. თუმცა ცვლილება არა მხოლოდ აღნიშნულ რეგიონში, არამედ მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ადამიანებსაც შეეხება.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას “შეერთებული შტატების საკონსტიტუციო სასამართლოს დიდი გამარჯვება უწოდა.“