რუსეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა პროექტს „აფხაზეთის არმიის“ მოდერნიზების შესახებ

რუსეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა პროექტს „აფხაზეთის არმიის“ მოდერნიზების შესახებ. იუწყება სააგენტო „სპუტნიკი“. შესაბამის დადგენილებას ხელი მოაწერა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა.

„დაკმაყოფილდეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაინტერესებული ფედერალური ორგანოების მიერ შეთანხმებული, ასევე აფხაზური მხარის მიერ შემუშავებული წინასწარი შეთანხმების პროექტი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისთვის ხარჯების დაფინანსების შესახებ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კანონის თანახმად, შეთანხმება ხელმოსაწერად რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს გადაეგზავნება.

23 აგვისტოს ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ტავდაცვის მინისტრი მერაბ ქიშმარია მოსკოვში რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს შეხვდა, რა დროსაც ხელი მოეწერა შეთანხმებას მოსკოვსა და სოხუმს შორის „რესპუბლიკის“ ე.წ. შეიარაღებული ძალების ხარჯების ფინანსირების შესახებ.