გრძელდება რუსეთზე სანქციები და მორიგი გაზპრომის შეზღუდვები ევროპიდან.

კომპანიამ OPAL Gastransport GmbH დღეს დილიდან „გაზპრომისთვის“ ევროპაში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებაზე დაწესებული შეზღუდვები აამოქმედა.

კომპანია OPAL-ი ევროპაში „ჩრდილოეთ ნაკადის“ მეშვეობით შეტანილი რუსული გაზის ტრანსპორტირებას ეწევა. 10 სექტემბერს პოლონეთის სარჩელის საფუძველზე ევროკავშირის სასამართლომ გაზპრომს OPAL-ის სატრანზიტო შესაძლებლობების მთლიანად გამოყენება აუკრძალა.

გუშინ კი გერმანულმა რეგულატორმა კომპანია OPAL-ს მილსადენის სიმძლავრეების გამოყენებაზე დამატებითი აუქციონების ჩატარება აუკრძალა.

ამ ინფორმაციას „ტასი“ ავრცელებს.