საერთაშორისო საჭმლის ფესტივალზე, ქართული კერძები ODA HOUSE-მა წარადგინა.

საქართველოს გენერალურმა საკონსულომ უცხოელ კონსულთა ასოციაციასთან ერთად ორგანიზება გაუწია საერთაშორისო საჭმლის ფესტივალს.
ღონისძიება მიზნად ისახავდა სხვადასხვა ქვეყნების ეროვნული კერძებისა და სასმელების პრეზენტაციას.

უცხოელ სტუმრებს მიეცათ საშუალება დაეგემოვნებინათ ქართული სამზარეულო და ქართული ღვინო.

საქართველოს გენერალური საკონსულო ნიუ იორკში, განსაკუთრებულ მადლობას უხდის Oda House -ს უგემრიელესი ქართული კერძების მომზადებისათვის!