ტრამპის იმპიჩმენტისთვის დოკუმენტაციის მოსაძიებლად, დემოკრატები, თეთრ სახლს ვადას 18 ოქტომბრამდე აძლევენ.

შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა წევრებმა თეთრი სახლიდან უკრაინასთან დაკავშირებული დოკუმენტები გამოითხოვეს. დოკუმენტების გამოთხოვნა შტატების პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს უკავშირდება.

„დემოკრატები თეთრ სახლს ვადას 18 ოქტომბრამდე აძლევენ. „ძალიან ვწუხვართ, რომ დონალდ ტრამპმა ჩვენ და მთელი ჩვენი ერი ამ მდგომარეობაში ჩაგვაყენა. მისმა ნაბიჯებმა სხვა გზა აღარ დაგვიტოვა“, – აცხადებენ დემოკრატები წერილში, რომელიც თეთრ სახლს გაუგზავნეს.

იმ შემთხვევაში, თუ დემოკრატები მოახერხებენ ამერიკის პრეზიდენტის იმპიჩმენტს, სასამართლო პროცესი სენატში გაიმართება.

შეგახსენებთ, დემოკრატები დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს ითხოვენ, უკრაინის პრეზიდენტ, ვლადიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის გამო, რომლის დროსაც პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინელ კოლეგას ჯო ბაიდენის და მისი შვილის საქმეზე გამოძიების დაწყება სთხოვა.