ერდოღანის პასუხი დონალდ ტრამპს.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის „ტვიტერის“ პოსტს გამოეხმაურა.

„ბატონო პრეზიდენტო, კიდევ უფრო მეტი სიცოცხლე გადარჩება, როცა ტერორიზმს დავამარცხებთ, რომელიც კაცობრიობის მტერია. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით მოვახერხებთ, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას,“ – წერს ერდოღანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში.“

მანამდე „ტვიტერში“ პოსტი დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა, სადაც ის თურქეთთან მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას გამოეხმაურა და თურქეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.

“არაჩვეულებრივი ახალი ამბავი თურქეთიდან. გმადლობ, ერდოღან! მილიონობით სიცოცხლე გადარჩება,” – წერს ტრამპი.

გუშინ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსიმ განაცხადა, რომ თურქეთი ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე დასთანხმდა. მისი თქმით, თურქეთი სირიაში საომარ ოპერაციებს წყვეტს, რათა ქურთულ ძალებს შესაძლებლობა მიეცეთ, 120 საათის განმავლობაში “უსაფრთხოების ზონა” დატოვონ.