ჰელოუინის სისხლიანი წვეულების შემდეგ AirBnB წვეულების მოსაწყობი სახლების გაქირავებას წყვეტს

კომპმანია AirBnB-მ განაცხადა, რომ ის წვეულების მოსაწყობი სახლების გაქირავებას წყვეტს და ამკაცრებს ზომებს არასანქცირებული წვეულებების წინააღმდეგ, – ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.

AirBnB-ის განმარტებით, სახლების ის მეპატრონეები, რომლებიც კომპანიის აკრძალვას დაარღვევენ და თავიანთ სახლებში მსგვავსი ღონისძიებების გამართვის ნებას გასცემენ, საიტიდან ამოიშლებიან.

კომპანიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, ჰელოუინის წვეულების დროს მომხდარ სროლას 19-დან 29 წლამდე ასაკის 5 ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა. შემთხვევა AirBnB-ის საშუალებით დაქირავებულ ბინაში გამართულ წვეულებაზე მოხდა. ინციდენტის მიზეზს პოლიცია იძიებს.