ნათია თოდუა, აშშ- Music Video Underground-ის გამარჯვებული გახდა.

ნათია თოდუა საერთაშორისო მსმენელმა გერმანულ Voice-ში გაიცნო, მანამდე ნათიამ 2014 წელს მონაწილეობა მიიღო ქართულ X-Factor-ში, ხოლო 2015 წელს – უკრაინულში.

ქართველი მომღერალი ნათია თოდუა Music Video Underground-ის გამარჯვებული გახდა. ნომინაციაში „თვის საუკეთესო ვიდეო“ – ნათია თოდუამ საკუთარი ახალი სიმღერა love letter და ვიდეორგოლი წარადგინა, რითიც თვის საუკეთესო სოლო შემსრულებლის სტატუსი დაიმსახურა.