ფლორიდის სამხედრო ბაზაში, საუდის არაბეთის მოქალაქის თავდასხმას, 2 ადამიანი ემსხვერპლა, 11 კი დაიჭრა

ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირების ცნობით, ამერიკის სამხედრო საზღვაო ბაზას საუდის არაბეთის მოქალაქე დაესხა თავს, რომელიც წვრთნებს აღნიშნულ ბაზაზე გადიოდა.

ფლორიდის გუბერნატორის, დონ დეშანტისის განცხადებით, ეჭვმიტანილი გრძელვადიან საზღვაო პროგრამაში იღებდა მონაწილეობას, რომელიც ამერიკის მოკავშირეებისთვის იყო განკუთვნილი.

ამ დროისთვის მიმდინარეობს მკვლელობის მოტივის დადგენა. გუბერნატორის თქმით, აღნიშნული თავდასხმა მრავალ კითხვას აჩენს.

შეგახსენებთ, რომ პარასკევს შეიარაღებულმა პირმა პენსაკოლას ბაზაზე ცეცხლი გახსნა. დაიღუპა 4 და დაიჭრა ათამდე ადამიანი.

ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას საუდის მეფე დაუკავშირდა და განუცხადა, რომ ხალხი შეძრულია იმ „ბარბაროსული ქმედებებით“, რომელიც მათი ქვეყნის მოქალაქემ ჩაიდინა.