აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში, მაიკლ ფლინმა აღიარა, რომ რუსული კომპანიისგან ჰონორარი აიღო. ფინანსური დეკლარაციის თანახმად დასტურდება, რომ ფლინმა რუსული სახელისუფლებო ტელეკომპანია Russia Today-სგან 45 ათასი დოლარის ოდენობის ანაზღაურება მიიღო. ფლინის განმარტებით, მას ეს თანხა ტელეკომპანიის მიერ 2015 წელს ორგანიზებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისთვის გადაუხადეს.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, თებერვალში, თანამდებობიდან გადადგომამდე ცოტა ხნით ადრე, წარმოდგენილ დეკლარაციაში ეს მონაცემები დაფიქსირებული არ იყო. ახალი დეკლარაციის გამოქვეყნების შემდეგ, ფლინმა განაცხადა, რომ ჰონორარი რუსულ სატვირთო ავიამზიდ „Волга-Днепр“-თან თანამშრომლობისთვისაც აქვს აღებული.
თებერვალში წარმოდგენილ დეკლარაციაში მითითებული იყო, რომ ის ანაზღაურებას სიტყვით გამოსვლისთვის იღებდა, თუმცა, არც ერთი დამქირავებელი კომპანია არ იყო მითითებული. Washington Post-ის ცნობით, პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს კომპანიების გასაჯაროება თეთრ სახლში მოსთხოვეს.
მიმდინარე კვირას ფლინმა განაცხადა, რომ მზად არის ისაუბროს მოსკოვის სავარაუდო მცდელობაზე, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე გავლენის მოსაპოვებლად.
წყარო: IPN.GE