აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯონ სალივანი ირწმუნება, რომ რუსეთის წინააღმდეგ ამერიკის სანქციები მანამდე გაგრძელდება, ვიდრე მოსკოვის აგრესიული ქმედებები არ შეწყდება, – ამის შესახებ სალივანმა კიევში ვიზიტისას განაცხადა.
„სანქციები ორიენტირებულია მინსკის შეთანხმებათა შესრულებაზე, აღმოსავლეთ უკრაინაში აგრესიის განხორციელებაზე, ყირიმის ანექსიაზე და ის გაგრძელდება, ვიდრე რუსეთის ასეთი ქცევები არ შეიცვლება“, – აღნიშნა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.
მისი თქმით, სანქციების საკითხში აუცილებელია ევროკავშირთან თანამშრომლობა. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ უკრაინისთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდების საკითხში შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. „ეს შეიარაღება ვერ იქნება მუქარა მათთვის, ვისაც არ გააჩნია აგრესიული ქმედებები. ჩვენი შეიარაღება მიეწოდება ჩვენს მოკავშირეებს უკრაინაში ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“, – განაცხადა სალივანმა.