აშშ-ს უპრეცენდენტო მხარდაჭერა საქართველოს

საქართველო აშშ-ს სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტში: თბილისი ვაშინგტონიდან ახალ პოლიტიკურ გზავნილებს იღებს.

პრეზიდენტ ტრამპის მიერ უკვე ხელმოწერილია ამერიკის თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, სადაც ჩვენს ქვეყანას უკრაინასთან ერთად ცალკე თავი ეთმობა. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ შეერთებული შტატები საქართველოს უსაფრთხოების სფეროში და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში უნდა დაეხმაროს. ამ კონტექსტში განსაკუთრებული აქცენტი რუსული აგრესიის სამიზნე ქვეყნების მხარდაჭერაზე კეთდება. ამავე აქტში ვაშინგტონი საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერას კიდევ ერთხელ აფიქსირებს. პოლიტიკური მნიშვნელობის განცხადებებთან ერთად დოკუმენტი საქართველოსთვის სერიოზული ფინანსური დახმარების გაწევასაც გულისხმობს.

აქტი, რომელიც ამერიკის თავდაცვის პრიორიტეტებს განსაზღვრავს, წელს პირველად ყველაზე მაღალი ბიუჯეტითაა წარმოდგენილი.