ვინ ცდილობდა ობამას, კლინტონის და სოროსის აფეთქებას?!

ნიუ-იორკში, ბილ და ჰილარი კლინტონების საცხოვრებელ მისამართზე გაგზავნილ ამანათში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს.

The New York Times-ის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა აშშ-ს საიდუმლო სამსახურის თანამშრომელმა, რომელიც კლინტონების ფოსტას და ამანათებს ამოწმებს. სპეციალური სამსახურის ინფორმაციით, მსგავსი ასაფეთქებელი მოწყობილობა უცნობმა პირმა ვაშინგტონში, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას საცხოვრებელ მისამართზეც გააგზავნა.

„ყველა ამანათს და წერილს სტანდარტული შემოწმება უტარდება. ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმოჩენის შემდეგ შესაბამისი პროცედურები ჩატარდა. შესაბამისად, არც კლინტონებს და არც ობამას არანაირი საფრთხე არ დაემუქრებოდა. მსგავსი ასაფეთქებელი მოწყობილობა რამდენიმე დღის წინ პოლიციამ მილიარდერ ჯორჯ სოროსის სახლთანაც აღმოაჩინა“, – აცხადებენ საიდუმლო სამსახურში.