ბიულეტენების 100%-ის დათვლის შედეგად, მიღებული შედეგები ცნობილია, ს.ზურაბიშვილი 59.52 %, გ.ვაშაძე – 40.48 %

ენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, ხმების 100%-ის (3 705 საარჩევნო უბანი) დათვლის შედეგად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ხმა ამომრჩეველთა 59.52 %-მა მისცა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს კი 40.48 %-მა.

რაც შეეხება შედეგებს კონკრეტული ხმების რაოდენობის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა 1147627 ხმა მიიღოგრიგოლ ვაშაძემ კი – 780633.

იხილეთ ვიდეო: ცესკომ ხმათა 100% დათვალა:

სალომე ზურაბიშვილი 59.52, 

გრიგოლ ვაშაძე 40.48