“ჩვენ ამას არ შევეგუებით!“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველო დიდი გამოწვევის წინაშე დგას – აფხაზეთი და სამხეთ ოსეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპროგრამო სიტყვის წარმოთქმისას გააკეთა.

„არსებობს საოკუპაციო ხაზი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიის სიღრმეში შემოდის და საიდანაც ჩვენს მოქალაქეებს იტაცებენ. ეს სუვერენული სახელმწიფოსთვის მიუღებელია. ჩვენ ამას არ შევეგუებით!“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

თელავში, “ბატონის სასახლეში“ საპრეზიდენტო ფიცის დადების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას საპროგრამო სიტყვით მიმართა.