ტრამპმი Facebook-ის, Twitter-სი და Google-ის წინააღმდეგ

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Facebook-ი, Twitter-ი და Google-ი მისდამი მიკერძოებულ დამოკიდებულებაში და „დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენლების ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა.

„Facebook-ი, Twitter-ი და Google-ი იმდენად მიკერძოებულნი არიან „დემოკრატების“ სასარგებლოდ, რომ ეს უკვე სასაცილოა! სხვათა შორის, Twitter-ი კიდევ უფრო უშლის ხელს ხალხს, შემოუერთდნენ ჩემს ექაუნთს @realDonaldTrump. მათ წაშალეს ბევრი მომხმარებელი და მნიშვნელოვნად შეამცირეს ჩემი გვერდის მოწონების მატების დონე და სიჩქარე“, – დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში დონალდ ტრამპმა სოციალური ქსელი Twitter-ის ადმინისტრაცია მისი გვერდის მომწონებელი მომხმარებლების წაშლაში დაადანაშაულა. სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ საპასუხოდ განაცხადა, რომ ბევრი ყალბი ექაუნთი იყო წაშლილი.

ამჟამად Twitter-ში დონალდ ტრამპის გვერდს 56,3 მილიონი მომწონებელი ჰყავს.