116-ე მოწვევის აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად „დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენელი ნენსი პელოზი ხმათა უმრავლესობით აირჩიეს.
„დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენელმა აღნიშნული თანამდებობის დაკავება მას შემდეგ შეძლო, რაც შუალედური არჩევნების შედეგად „დემოკრატებმა“ წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლი დაიბრუნეს.
აღსანიშნავია, რომ ნენსი პელოზის აღნიშნულ თანამდებობაზე არჩევას „დემოკრატი“ კონგრესმენების ჯგუფი ეწინააღმდეგებოდა, რომელიც მიიჩნევს, რომ პარტიას ახალი თაობის ხელმძღვანელობა სჭირდება.
როგორც გამოცემა The Washington Post იუწყება, ნენსი პელოზიმ თანაპარტიელები დაარწმუნა, რომ 2022 წელს აღნიშნულ თანამდებობაზე ხელახლა არ იყრის კენჭს.
შეგახსენებთ, რომ 2007-2011 წლებში ნენსი პელოზი იკავებდა წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოსტს, ხოლო 2011 წლიდან კი წარმომადგენელთა პალატაში „დემოკრატების“ ფრაქციას ხელმძღვანელობდა.