აშშ-ს კონგრესის წევრი დონალდ ტრამპზე – ჩვენ ამ ნაძირალას იმპიჩმენტს გამოვუცხადებთ

ჩვენ ამ ნაძირალას იმპიჩმენტს გამოვუცხადებთ, – ამის შესახებ აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ახლად არჩეულმა წევრმა „დემოკრატიული პარტიიდან“ რაშიდა თლაიბმა დონალდ ტრამპის შესახებ განაცხადა.

რაშიდა თლაიბი ახალი კონგრესმენია, რომელიც გასული წლის შუალედური არჩევნების დროს აირჩიეს. შეგახსენებთ, რომ შუალედური არჩევნების შედეგად „დემოკრატებმა“ უმრავლესობა მოიპოვეს წარმომადგენელთა პალატაში, ხოლო სენატში კი უმრავლესობა „რესპუბლიკელებმა“ შეინარჩუნეს.

„პრეზიდენტი ტრამპი ჩვენი ქვეყნისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ის თითქმის ყოველდღიურად ხელყოფს კონსტიტუციას, დემოკრატიას, კანონის უზენაესობას. მისმა საქციელმა საკონსტიტუციო კრიზისი გამოიწვია და ჩვენ ამას ბოლო უნდა მოვუღოთ“, – განაცხადა კონგრესის წევრმა რაშიდა თლაიბმა.

შეგახსენებთ, რომ რაშიდა თლაიბი ერთ-ერთი პირველი მუსლიმი ქალი კონგრესმენია. ის ამერიკაში პალესტინელი დევნილების ოჯახში დაიბადა.