ჩაებმება თუ არა ჯო ბაიდენი 2020 წლის საპრეზიდენტო მარათონში?!

ამერიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ამის შესახებ გამოცემა The Hill -ს ერთ-ერთმა „დემოკრატმა“ კონგრესმენმა განუცხადა.

გამოცემის თანახმად, კონგრესმენთან საუბრისას, ჯო ბაიდენმა განაცხადა: „მე ვცდი“.

კონგრესმენის განცხადებით, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის სიტყვებს აფასებს როგორც უტყუარ სიგნალს იმასთან დაკავშირებით, რომ ბაიდენი 2020 წლის წინასაარჩევნო მარათონში ჩაერთვება და მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კონკურენტი გახდება.

ამ დროისთვის უკვე ცნობილია, რომ საპრეზიდენტო მარათონში ჩაბმაზე უარი განაცხადეს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და ნიო-იორკის მერმა მაიკლ ბლუმბერგმა.