“საქართველო წარმოადგენს მაგალითს მთელს რეგიონში” აცხადებს აშშ სახელმწიფო მდივანი

საქართველო არის ამერიკისშეერთებული შტატების  მტკიცე პარტნიორიდა მოკავშირე არა მხოლოდ რეგიონში არამედ გლობალურადაღინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისმიხეილ ჯანელიძისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის რექსტილერსონის შეხვედრაზე, რომელიც ვაშინგტონში 2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს საგარეო უწყებისხელმძღვანელის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა

როგორც მხარეებმა აღნიშნეს საქართველომ ბოლო წლებში გაატარა წარმატებული დემოკრატიული და  ეკონომიკური რეფორმები და იგი წარმოადგენს მაგალითს მთელს რეგიონში, საქართველოს აქვს დიდი შესაძლებლობები და პოტენციალი განავითაროს ეკონომიკა, იქცეს რეგიონულ ჰაბად და მოიზიდოს ინვესტიციები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. რექს ტილერსონმა მადლობა გადაუხადა საქართველოს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისა და იმ სიმამაცისთვის, რასაც ქართველი სამხედროები იჩენენ საერთაშორისო მისიებში.

სახელმწიფო მდივანმა დადებითად შეაფასა საქართველოს განვითარების გზა და რეფორმების ის  მიმართულებები, რაც საქართველოს მთავრობამ პრიორიტეტად დაისახა კარგი მმართველობის, განათლების სისტემის და ბიზნეს შესაძლებლობების განვითარების თვალსაზრისით. როგორც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა საქართველოს განვითარება არის გზა მშვიდობისა და სტაბილურობისკენ.

შეხვედრაზე მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველო-რუსეთის კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები. კიდევ ერთხელ აღინიშნა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ვაშინგტონის მზაობა საქართველოს გვერდით იდგეს მის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო მდივანს და ხაზი გაუსვა დამოუკიდებელი საქართველოს აღმშენებლობის პროცესში შეერთებული შტატების როლს და მის მიერ გაწეული დახმარების მნიშვნელობას.

როგორც მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველო არა მხოლოდ ამერიკის მტკიცე პარტნიორია, არამედ იზიარებს დასავლური სამყაროს საერთო ფასეულობებს – დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, თავისუფლებას და ამ მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ბოლო ოთხი წლის განმალობაში. სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ ვრცლად მიმოიხილა საქართველოს განვითარების და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართულებები.

მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა საქართველოსთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე განაგრძონ აქტიური დიალოგი და ხელი შეუწყონ ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. საუბარი შეეხო სტრატეგიული პარტნიორობის დიალოგის ფარგლებში მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების განხორციელებას. მიხეილ ჯანელიძემ სახელმწიფო მდივანი საქართველოში მიიწვია. რექს  ტირელსონმა გამოხატა დაინტერესება შესაძლებლობების ფარგლებში ეწვიოს საქართველოს.

წყარო:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო