ამერიკულ სახელმწიფო უწყებებს ეკრძალებათ ისეთი ქმედებების განხორციელება, რაც აფაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონის რუსეთის მხრიდან ოკუპაციის მხარდაჭერაზეა მიმართული ან მათ დამოუკიდებლობას აღიარებს. მის შესახებ ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც გუშინ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიმდინარე ფინანსური წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით მიიღო, ამასათანავე სპეცსამსახურების დაფინანსების შესახებ საკანონმდებლო აქტიც იქნა შემდგარი. დოკუმენტს უახლოეს დღეებში აშშ-ის სენატი დაამტკიცებს, შემდეგ კი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელს მოაწერს
დოკუმენტის ერთ-ერთი დებულება, აშშ-ის შიდაპოლიტიკურ პროცესებზე რუსეთის მხრიდან გავლენის მოხდენის შემცირების ზომებსა და აშშ-ში რუსეთის სპეცსამსახურების საქმიანობის აღკვეთას ითვალისწინებს. რუს დიპლომატებსა და დიპლომატიური წარმომადგენლობების პერსონალს წინასწარ მოუწევთ გადაადგილების თაობაზე აშშ-ის მთავრობის ინფორმირება.
ამავე დოკუმენტში აღნიშნულ იქნა რომ,, რომ პენტაგონის ბიუჯეტის თანხები არ შეიძლება დახარჯული იყოს რაიმე ქმედებაზე, რაც ხელს უწყობს რუსთის მხრიდან ყირიმის ანექსიის მხარდაჭერას. ფინანსთა სამინისტროს დავალებული აქვს კონტროლი განახორციელოს, რათა ამერიკულმა კომპანიებმა არ განახორციელონ ქმედებები, რომლებიც უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას დაარღვევენ.