კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტმა, გიორგი მჭედლიშვილმა NASA-ს კონკურსში გაიმარჯვა.

22  წლის   გიორგი მჭედლიშვილი,  რომელიც  კოლუმბიის  უნივერსიტეტის  ფიზიკისა  და მათემატიკის  ფაკულტეტის  სტუდენტია,NASA- ს კონკურში  გაიმარჯვა.

საქმე  იმაშია  რომ გიორგიმ,  საკუთარ ლექტორთან  და  სტუდენტებთან ერთად  გამოიგონა   სრულიად  ინოვატორული  საფრენი  აპარატი,  რომელიც  გაცილებით  ცოტა  საწვავს  საჭიროებდა  და  ხმაც ბევრად  დაბალი  აქვს.  ჯგუფში  მონაწილე   12  წევრი  სამი მიმართულებით  მუშაობდნენ: ინჟინერია,  აეროდინამიკა  და დიზაინი.

 

პრეზენტაციას  გიორგი  26  სექტემბერს, NASA-ს  სათაო ოფისში  გამართავს  და  თავად  წარუდგენს  მომავლის  ავიაციის  საფრენ  აპარატს.  თვითმფრინავის    წარმოება, 2025-35 წლებში იგეგმება.