აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზადაა „რუსეთის საქმეზე“ საგანგებო პროკურორის, რობერტ მუელერის კითხვებს უპასუხოს, – ამის შესახებ Wall Street Journal საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის მიხედვით, ტრამპი იმ შემთხვევაში დათანხმდება ჩვენების მიცემას, თუ საგანგებო პროკურორი გამოძიების იმ ნაწილის ზუსტ ვადებს მაინც განსაზღვრავს, რომელიც ტრამპს უკავშირდება. ტრამპის იურისტები რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ. ერთ-ერთია ტრამპის ჩვენების მიცემის შემდეგ მუელერისთვის 60 დღიანი ვადის დაწესება.
საგანგებო პროკურორი რობერტ მუელერი ტრამპის რუსეთთან კავშირების საქმეს იძიებს. ამ ბრალდებას უარყოფენ როგორც თეთრ სახლში, ისე კრემლში.