ალიფორნიაში YouTube-ის შტაბბინაში სროლების შედეგად ოთხი ადამიანია დაჭრილი, ერთი კი შენობაში გარდაიცვალა, – ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია იუწყება. მათივე ცნობით, დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომხდარის შესახებ ინფორმირებულია. ამის შესახებ მან „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწრა. „ახლახან მომაწოდეს ინფორმაცია კალიფორნიაში YouTube-ის შტაბბინაში მომხდარი სროლების შესახებ. ჩვენი აზრები და ლოცვები მათთანაა, ვისაც შეეხო ეს ინციდენტი“, – წერს ტრამპი.
მანვე მადლიერება გამოხატა იმ სამართალდამცველებისადმი, რომლებიც ადგილზე მუშაობენ.