მერაბ დვალიშვილი : “ეს არი 21 საუკუნის ხელჩართული ბრძოლა, რითაც მე ჩემი ქვეყნის სახელს ვაცნობ სხვა ერებს.”

მერაბ, როგორ  მოხვდი  ამ  სპორტში? და  რატომ  გახდი  ამ  სპორტის  მიმდევარი?

მერაბი: სპორტი  ბავშვობიდან მიყვარდა. მეგობრებთან ერთად ხშირად ვჭიდაობდი ეზოში სკოლაში და აშ. 2003 წელს სერიოზულად დავიწყე ჭიდაობა ძიუდოში და შემდეგ ჭიდაობა სამბოზეც პარალერულად. საკმაოდ წარმატებულათაც გამოვდიოდი საქართველოს ტურნირებზე. მაგრამ  ჩხუბი და ბრძოლა უფრო მხიბლავდა თან თითქმის წესების გარეშე. აქ უფრო კომფორტულად  და თავისუფალად ვხედავდი ჩემს თავს და მჯეროდა რომ ამ სპორტით უფრო მეტ სახელს და წარმატებას მოუტანდი ჩემს თავს და ჩემს ქვეყანას. ქართულად ამ სპორტს  შერეული საბრძოლო ხელოვნება ჰქვია და ბრძოლა წესების გარეშე საც ეძახიან. მოკლედ საბოლოოდ გადავედი 19 წლის ასაკში ამ სპორტში.

მერაბ, ვინ  არის  თქვენი ყველაზე  დიდი  შთაგონება-მოტივაცია?

ჩემი ფავორიტი სპორტცმენი კანადელი ჯორჯ სანპიერია რომელიც მრავალი გზის UFC – ს ჩემპიონია. ქართველებიდან კი ლევან თედიაშვილია.

რომელ  გუნდთან  ხდება  თქვენი  მომავალი  ბრძოლოსთვის  მომზადება,  რომელიც გაიმართება  21  აპრილს  Atlantic Cityში?

ჩემს გუნდს ანუ “თიმს  ჰქვია “სერა ლონგო”  “Serra Longo” ეს დარბაზი “ლონგ აილენდშია” და საუკეთესო სპარინ პარტნიორები და ვარჯიშები მაქვს მათთან ერთად ამიტომ ძალიან კარგ ფორმაში ვარ.

მერაბ, რას  ნიშნავს თქვენთვის იყო მებრძოლი?

ეს არის ჩემი საყვარელი საქმე, რითიც ჩემი ქვეყნის სახელს ვაცნობ უცხო ქვეყნებს და ამით მე მოტივირებული და ამაყი ვარ როცა ჩემი გულშემატკივრების თვალებში სიხარულს ვხედავ და ახალგაზდა თაობას კი კარგ მაგალითს ვაძლევ და ჯანსაღი ცხოვრებისკენ მოუწოდებ. ეს არი 21 საუკუნის ხელჩართული ბრძოლა რითაც მე ჩემი ქვეყნის სახელს ვაცნობ სხვა ერებს.

“ყველაზე ვაშკაცური და კაცური სპორტია და ბედნიერი ვარ რომ ამ სპორტში ვარ”

რომელ   სუსტ  და  ძლიერ  მხარეებს ხედავთ, თქვენს მომდევნო მეტოქე Ricky  Simon-ში, რომელსაც  შეხვდებით  21  აპრილს?

მეტოქე ძალიან ძლიერი მყავს! ამჯერად შეიძლება ითქვას ასეთ ტიტულოვან მეტოქეს ჯერ არ შევხვედრივარ. მას სუსტი მხარე არ ააქვს!  მაგრამ მჯერა ჩემი შესაძლებლობების და გამოცდილების! ყველაფერს გავაკეთებ მის დასამარცხებლად! ჩემი შეტევებით თავბრუ უნდა დავახვიო და რამე შეცდომაზე უნდა დავიჭირო…

მერაბ, რითი  განსხვავდებით  თქვენ,  ყველა  დანარჩენი  მებრძოლებისგან  თქვენს დივიზიონში?

ალბათ იმით რომ ქართული სისხლი მიდუხს ძარღვებში!

ვის წინაღმდეგ ისურვებდით ბრძოლას? ვინ არის თქვენი საოცნებო მეტოქე?

რათქმაუნდა  ვისურვებ კონორ მაგრეგორთან ბრძოლას, მაგრამ არამგონია ეს ოცნება ამისრულდეს,  რადგან  მაგრეგორმა  ასეულობით მილიონი იშოვა უკვე სპორტიდან და უკვე სპორტზე  თავის დანებებას აპირებს.

რას  ისურვებდით  რომ  დაგამახსოვრდეთ,  თქვენი კარიერის  დასასრულს?

ჩემი კარიერის დასასრულს ვისურვებდი რომ UFC-ის ჩემპონის ტიტულის მოგებას და ამით უკვე მთელი სამყარო გაიცნობდა საქართველოს და ბევი კარგი და კეთილი საქმის გაკეთება შემეძლებოდა შემდეგ.

მერაბ, რას ეტყოდით თქვენს გულშემატკივარს?

ჩემს გულშემატკივარს ძალიან დიდ მადლობას ვეტყვი რომ ყოველთვის ვგრძნონ თქვენს მხარდაჭერას და სიყვარულს. გპირდებით რომ ბევრჯერ გაგახარებთ ჩემი მოგებებით და წარმატებებით.

 

1 კომენტარი

  1. Warmatebebs gisurveb mebo zmao. Shenianebs sheni imedi gvaqvs da gvwams rom, shens survils aisruleb shens ocnebas da UFC chempionis tituls aigeb. Warmatebebi zami.

Comments are closed.