დონალდ ტრამპი ნობელის პრემიაზე წარადგინეს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობების გაუმჯობესების კუთხით გაწეული სამუშაოსთვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს.

„ჩვენ ვხედავთ ჩრდილოეთ კორეაში უფრო მეტ პროგრესს, ვიდრე ობამას პრეზიდენტობის მთელი პერიოდის განმავლობაში. ეს არის მსოფლიოში ტრამპის ლიდერობის პირდაპირი შედეგი“, – განაცხადა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ლუკ მესერმა.
მის ინიციატივას კიდევ 17 რესპუბლიკელი შეუერთდა.

ტრამპი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე 2019 წელს იქნება წარდგენილი, ვინაიდან მიმდინარე წელს განაცხადების შეტანის ვადა ამოიწურა.