USICS ანახლებს და ცვლის და-ძმის ოჯახის გაერთიანების პეტიციის წესებს. ამიერიდან DNA ტესტი სავალდებულო იქნება თუ ძმას დისთვის, ან დას ძმისთვის “მწვანე ბარათის” პეტიცია სურს მოითხოვოს.
ახალი წესის მიხედვით, დაშვებული იქნება დნმ ტესტის მინიმუმ 50% დამთხვევა. 2014 წლიდან დნმ ტესტი ნებაყოფლობითი იყო და დამატებით მტკიცებულებად ითვლებოდა, ხოლო ახლა სავალდებულო ხდება.
საიმიგრაციო სააგენტოს მიერ ავტორიზებული დნმ ტესტირების ცენტრების მისამართები შეგიძლიათ იხილოთ სააგენტოს საიტზე.