ცნობილია ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს, აშშ-ში, სავარაუდოდ რამდენი საქართველოს მოქალაქე დარჩა…

2017 წელს აშშ-ში ყოფნის ვადები დაარღვია და სავარაუდოდ, ქვეყნის ტერიტორიაზე დარჩა დაახლოებით 600 ათასი უცხოელი, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს აშშ-ს ეწვივნენ და ქვეყანა უნდა დაეტოვებინა დაახლოებით 52 მილიონ უცხოელს. აქედან 701 ათას უცხოელს ვადაგასული ვიზა ჰქონდა.
სავიზო ვადების დარღვევის კუთხით კანადისა (92 ათასი) და მექსიკის (47 ათასი) მოქალაქეები ლიდერობენ.

რაც შეეხება საქართველოს, ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს აშშ-ში, სავარაუდოდ, დარჩა საქართველოს 587 მოქალაქე, რომლებმაც სავიზო რეჟიმი დაარღვია, საქართველოს 16-მა მოქალაქემ კი, რომელსაც აღნიშნულ ქვეყანაში ყოფნის სავიზო რეჟიმი ასევე დარღვეული ჰქონდა, საბოლოოდ აშშ მაინც დატოვა. ჯამში, აშშ-ს გასულ წელს საქართველოს 6 362 მოქალაქე სტუმრობდა.

აღსანიშნავია, რომ ანგარიშში მოცემულია მხოლოდ ის შემთხვევები, როდესაც უცხოელები აშშ-ში საზღვაო ან საჰაერო გზით შევიდნენ.