ქართული ღვინის ახალი გამარჯვება საერთაშორისო ასპარეზზე

ღვინის საერთაშორისო კონკურსზე “ASIA WINE & SPIRITS AWARDS 2018”, რომელიც ჰონკონგში გაიმართა, ბადაგონის ღვინოებმა ქვევრის „ალავერდის ტრადიცია“ და „ალავერდის ტრადიცია“ (წითელი) ოქროს მედლები მოიპოვა!
კონკურსი უკვე 5 წელია იმართება და მისი ჟიური ღვინის ექსპერტებსა და პროფესიონალ სომელიეებს აერთიანებს, რომლებიც აზიის წამყვანი რესტორნებისა და სასტუმროების წარმომადგენლები არიან. კონკურსის ფარგლებში 1000-მდე ღვინო შეფასდა ყველა წამყვანი ღვინის მწარმოებელი ქვეყნიდან, რის შედეგადაც ბადაგონის ღვინოები საუკეთესოთა რიცხვშია.
გილოცავთ! ბადაგონი კვლავინდებურად აგრძელებს საერთაშორისო ჟიურის აღფრთოვანებას და ქართული ღვინის პოპულარიზაციას მსოფლიოს გარშემო!