საქართველომ დაკარგა სერიოზული მხარდამჭერი “საქართველოს მეგობართა” გუნდის წამყვანი ფიგურა აშშ-ში.

ძალიან სამწუხარო ამბავი :
ჩვენი ქვეყნის დიდი მოქომაგე , მხარდამჭერი და მეგობარი – სენატორი ჯონ მაკკეინი John McCain ხანგრძლივი ავადმყოფობის მერე გარდაიცვალა.
საქართველომ დაკარგა სერიოზული მხარდამჭერი “საქართველოს მეგობართა” გუნდის წამყვანი ფიგურა აშშ-ში.
პრაქტიკულად ასე თუ ისე მეტნაკლებად არსებული “ქართული ლობი” ამერიკაში ლიდერის გარეშე დარჩა, ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს,რასაც ადრეც არაერთხელ ვამბობდი და ვამბობ – საქართველოს ხელისუფლებამ აქტიურად, დაუყუვნებლივ უნდა დაიწყოს ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ლობის მშენებლობის ხელშეწყობა, მაქსიმალურად გამოიყენოს ქართული დიასპორა, სათვისტომო ორგანიზაციები, მათი მეგობრები და კონტაქტები, ხელი შეუწყოს ქართული დიასპორის კონსოლოდაციას ,ქართველ-ამერიკელების ადგილობრივ არჩევნებში ჩართულობის აგიტაციას და ამ ინფორმაციის გავრცელებას ყველა არხით საელჩო იქნება ეს თუ საკონსულო,,ჩვენი ამერიკელი პოლიტიკოსი მეგობრების და მხარდამჭერების არჩევნებში მხარდასაჭერად.

ჩვენ ,აშშ-ში მცოხოვრებმა ქართველებმა ვისაც ხმის უფლება გვაქვს უნდა დავრეგისტრირდეთ საარჩევნო კომისიაში რათა საქართველოს მხარდამჭერი ლობისტი ამერიკელი პოლიტიკოსები მოხვდნენ კონგრესსა და სენატში! ჩვენ ეს შეგვიძლია! ამისათვის გარკვეული პროცედურებია გასავლელი და “ქართულ ამერიკული ალიანსი” და “ასოციაცია თვისტომი” ყველას დაგეხმარებით!

დაგვიკავშირდით, რომ შევქმნათ ქართული ძლიერი ლობი ამერიკის შეერთებულ შტატებში – ეს ჩვენი დიაპსორისა და ჩვენი საქართველოს უსაფრთხო სტაბილური განვითარების ერთადერთი გარანტიაა!

ეხლა შუალედური არჩევნები მოდის ნოემბერში.ყველას გთხოვთ დარეგისტრირდით საარჩევნოდ და დაგვეხმარეთ ქართველების მხარდამჭერი ამერიკელი პოლიტიკოსების გამარჯვებაში!

გთხოვთ ეს მიმართვა გადააზიარეთ და გაუგზავნეთ თქვენს მეგობრებს – ამერიკის მოქალაქეებს , ქართველებსაც და ამერიკელებსაც – არ დავკარგოთ ეს შანსი წელს რომ მაკკეინის მსგავსი ჩვენი ქვეყნისა და ერის მეგობრები შევიდნენ ქალაქის სტრუქტურებში, ნიუ იორკის საკრებულოში, კონგრესში და სენატში.
https://www.facebook.com/dave.bressler ქვინსის კანდიდატია ნიუ იორკის საკრებუკლოში,ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება, ასევე კონგრესემენი Dan Donovan ბრუკლინიდან იყრის კენჭს https://www.facebook.com/RepDanDonovan/ donovan ჩვენი მეგობარი და მხარდამჭერი და კიდევ რამოდენიმე კანდიდატი რომლის გამარჯვებაც ამ არჩევნებზე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია!შემოგვიერთდით და დაგვიკავშირდით !

https://www.facebook.com/GARAUSA.ORG/
email.: info@garausa.org
enail.: tbilisi@garausa.org
Phone.: +1 844 427 2872
+1 844 GARAUSA