უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა საქართველოსთან ID ბარათებით მიმოსვლის შესახებ შეთანხმების პროექტი დაამტკიცა

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა საქართველოსთან ID ბარათებით მიმოსვლის შესახებ შეთანხმების პროექტი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო РБК-Украина ავრცელებს.

შეთანხმების თანახმად, უკრაინის მოქალაქეები საქართველოში ჩამოსვლას ID ბარათებით შეძლებენ. აღსანიშნავია, რომ შეთანხმება ორმხრივია, ანუ იგივენაირად – საქართველოს მოქალაქეებსაც უკრაინაში შესვლა ID ბარათებით შეეძლებათ.

დღეის მდგომარეობით, უკრაინასა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმება მოქმედებს.