პოეზიის საღამო რომელმაც კიდევ ერთხელ შეკრიბა ემიგრანტი ქართველები ამერიკაში

“ზამთრ – ის აპრილი” – ასე ჰქვია ლელა ნინუას ახალ კრებულს, რომელიც გამომცემლობა ,, საუნჯემ ” გამოსცა და რომლის პრეზენტაციაც აღნიშნულ საღამოზე შედგა. პოეტის კრებულის მთავრი შემფასებელი გახლავთ ყველასათვის უსაყვარლესი ადამიანი, პოეტი ტარიელ ხალხელაური
პროფესიით ლელა ჟურნალისტია. ის ტელეკომპანია იმედის ყველაზე რეიტინგული გადაცემა “სხვა რაკურსი”-ს ჟურნალისტად მუშაობდა საქართველოში. ლელას თავის თავზე აქვს განცდილი და გამოვლილი ომის ტკივილები (პროფესიიდან გამომდინარე), რაც ძალიან კარგად აისახა მის ლექსებში.

საღამოზე იყო უამრავი ემოცია – სიხარული, ტკივილი (ლექსი “აფხაზეთი”), მონატრება და რაც მთავარია ქართული სიტყვის შენარჩუნება ოკეანის გადაღმა.

ოეტი მადლიერია, რომ მის გვერდით მთელი ემიგრაცია იდგა და გულშემატკივრობდა, რაც ნათლად გამოჩნდა საღამოს ფეხზე წამომდგარ დამსწრე საზოგადოებასა თუ ოვაციებზე
განსაკუთრებულად კი:
✔მადლობა საღამოს ორგანიზატორს, ქართული ცენტრის გენერალურ მენეჯერს, ყველასთვის საყვარელ მსახიობს – ცუცა კაპანაძეს.
✔მადლობა საღამოს მუსიკალურად გამფორმებელს, ჯორჯ გერშვინის პრემიის მფლობელს, ნიუ იორკში მოღვაწე, უნიჭიერეს მუსიკოსს – ირაკლი შარაძეს.
✔მადლობა გამომცემლობა “საუნჯე”-ს.
✔მადლობა მეგობარს, უნიჭიერეს პოეტს – თეა კანდელაკს, რომელიც სასიამოვნო სიურპრიზებით ყოველთვის ანებივრებს პოეტს.
✔მადლობა ჯგუფს “ჩვენ ამერიკაში” და მის ადმინს გიორგი ნიკოლაიშვილს.
✔მადლობა ჯგუფს “ემიგრანტის დღიურები” და მის ადმინს მზია წულუკიძეს.
✔მადლობა ქართულ გვერდს “მანია Mania” და მის ადმინს ლილიკო სოლოშვილს.
სწორედ ეს ჯგუფები და გვერდი უზრუნველჰყოფდა პირდაპირ ეთერს, მათთვის ვინც ვერ დაესწრო საღამოს.
✔მადლობა პოეტის ბავშვობის მეგობარს – ხათუნა გარდავას, გვერდში დგომისათვის და დიდი მხარდაჭერისათვის..


“ემიგრაციაში ძალიან ძნელია ყველაფერი თავიდან დაიწყო, ვინ იყავი ის უნდა დაივიწყო და სუფთა ფურცლიდან ახალ ცხოვრებას შეუდგე, მან შეძლო, რომ აშშ-ში ისევ პოეტად დავმდგარვიყავი სცენაზე”

ასე გვესაუბრა პოეტი, მისი მეგობრის ხათუნა გარდავას შესახებ
და ბოლოს
✔უდიდესი მადლობა ქართულ რესტორანს GUEST HOUSE-ს და მის მენეჯერს – მარიკა ნიკურაძეს.
რესტორანმა უსასყიდლოდ აიღო საკუთარ თავზე საღამოს სტუმრების ქართული სუფრით გამასპინძლება.

გთავაზობთ რესტორან GUEST HOUSE-ის მენეჯერის მარიკა ნიკურაძის ექსკლუზიურ ინტერვიუს