ჰილარი კლინტონმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის ჩარევა 11 სექტემბრის ტერაქტს შეადარა

აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის ჩარევა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებს შეადარა.

„ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც თავს უცხო ქვეყანა დაგვესხა და ჩვენ არაფერი მოვიმოქმედეთ. ახლა ცუდ შედარებას გავაკეთებ, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ ჯორჯ ბუშ-უმცროსს ეთქვა: „მე შეხვედრებისთვის არ მცალია, ამაზე ფიქრის დრო არ გვაქვს. საშინელება მოხდა. ჩვენ თავიდან ავაშენებთ ნიუ-იორკსა და პენტაგონს, მაგრამ ეს ჩვენ არ გვაღელვებს“, – განაცხადა კლინტონმა ჟურნალ Atlantic-თან ინტერვიუში.