ნიუ-იორკის მახლობლად, ქალაქ ტაპენში პოლიციამ 56 წლის მამაკაცი დააკავა, რომელმაც 90-კილოგრამიანი ბომბი დაამზადა და არჩევნების დღეს ვაშინგტონში აფეთქებას აპირებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 56 წლის პოლ როზენფილდმა საკუთარი გეგმების შესახებ პენსილვანიის შტატში მცხოვრებ უცნობ პირს შეატყობინა, რომელმაც, თავის მხრივ, ამის შესახებ გამოძიების ფედერალურ ბიუროს აცნობა.
9 ოქტომბერს პოლიციამ გააჩერა ავტომობილი, რომელსაც როზენფილდი მართავდა და ის დაკითხვაზე დაიბარა. პოლიციაში მისულმა როზენფილდმა დაადასტურა, რომ ინტერნეტის საშუალებით შავი დენთი და სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებები შეიძინა, შემდეგ კი ამ მასალებით საკუთარი სახლის სარდაფში 90-კილოგრამიანი ბომბი დაამზადა.
დაკავებულ მამაკაცს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.