ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი – საქართველოში დაიხარჯა ბევრი ფული…

არჩევნებზე კენჭისყრა იყო კარგად ორგანიზებული, ამომრჩევლებს შეეძლოთ არჩევანის დაფიქსირება შეუზღუდავად, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ჰუნკომ განაცხადა.

“საქართველო ევროსაბჭოს წევრია და იმყოფება მისი საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ქვეშ. კენჭისყრა იყო კარგად ორგანიზებული, ამომრჩევლებს შეეძლოთ არჩევანის დაფიქსირება შეუზღუდავად. აღინიშნა საკმაოდ დიდი რაოდენობა ტექნიკური კანდიდატების, რომლებიც იყენებდნენ ეთერს, რაც ძირს უთხრის პროცესს”, – განაცხადა ანდჟეუ ჰუნკომ.

მანვე ხაზი გაუსვა იმას, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ქვეყანაში დაიხარჯა ბევრი ფული, რაც ღარიბი ქვეყნისთვის ცოტა უცნაურია.

ამ წუთებში საერთაშორისო დამკვირვებლები მედიას არჩევნებზე დაკვირვების შესახებ შეფასებებს აცნობენ.