დონალდ ტრამპი – აშშ-ს მოქალაქეობის მინიჭება მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ ადამიანი ამ ქვეყნის ტერიტორიაზე დაიბადა, უგუნური პოლიტიკაა

აშშ-ს მოქალაქეობის მინიჭება მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ ადამიანი აშშ-ს ტერიტორიაზე დაიბადა, უგუნური პოლიტიკაა, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტს ყოველწლიურად მილიარდობით დოლარი უჯდება,- ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდას შტატში მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დემოკრატებს“ სურთ განაგრძონ მოქალაქეობის მინიჭება იმ ბავშვებისთვის, რომლებიც აშშ-ს ტერიტორიაზე არალეგალი მიგრანტების ოჯახში დაიბადნენ, თუნდაც ისინი რამდენიმე წამი იმყოფებოდნენ აშშ-ს ტერიტორიაზე. ყოველწლიურად ასობით ათასი არალეგალი მიგრანტის ბავშვები ავტომატურად ხდებიან აშშ-ს მოქალაქეები ამ უგუნური პოლიტიკის გამო. მათ ავტომატურად ეძლევათ უფლება ყველა სიკეთეზე, რაც ბიუჯეტს ყოველწლიურად მილიარდობით დოლარი უჯდება“, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ამ პოლიტიკამ ე.წ. „სამშობიარო ტურიზმი“ გამოიწვია, როდესაც ორსული უცხოელები აშშ-ში მიემგზავრებიან მოქალაქეობის მისაღებად.

„კონგრესს არასოდეს მიუღია კანონები, რომელიც აშშ-ში დაბადების გამო მოქალაქეობას ანიჭებს არალეგალ მიგრანტებს, ხოლო კონსტიტუცია არ ითვალისწინებს ამას, ვინაიდან არალეგალი მიგრანტები აშშ-ს იურისდიქციის გავლენის ქვეშ არ ხვდებიან“, – აღნიშნა მან.