ნიუ-იორკში, მანჰეტენის რაიონში მომხდარი ჩხუბის შედეგად მსახიობი ალეკ ბოლდუინი დააკავეს. ამის შესახებ ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტი იუწყება.
პოლიციის ინფორმაციით, ჩხუბი ავტოსადგომზე მოხდა. ბოლდუინმა 49 წლის მამაკაცს ყბა დაუზიანა, დაშავებული ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია. ინციდენტის მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.
ბოლდუინს თავდასხმასა და ფიზიკურ ძალადობაში ედება ბრალი. სასამართლოში საქმის განხილვის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.