ვის კანდიდატურას განიხილავ ტრამპი გაეროში, აშშ-ის ელჩის პოსტზე?!

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელის ჰიზერ ნაუერტის კანდიდატურას გაერო-ში აშშ-ს ელჩის პოსტზე სერიოზულად განიხილავს.

„ის შესანიშნავია. ის დიდი ხნის განმავლობაში იყო ჩვენთან. ნაუერტის კანდიდატურა სერიოზულ განხილვას ექვემდებარება. სავარაუდოდ, ჩვენ გადაწყვეტილების მიღებას შემდეგ კვირას შევძლებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ამერიკულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა იმის თაობაზე, რომ ჰიზერ ნაუერტმა შეთავაზება მიიღო გაერო-ში აშშ-ს ელჩის თანამდებობის დაკავების თაობაზე. კერძოდ, ტელეარხ CNN-ის ინფორმაციით, ჰიზერ ნაუერტი ყველაზე მოსალოდნელი კანდიდატია აღნიშნულ პოსტზე.

შეგახსენებთ, რომ 9 ოქტომბერს, გაერო-ში აშშ-ს ელჩმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ წლის ბოლომდე თანამდებობას დატოვებს.