აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, იუსტიციისა და შიდა უსაფრთხოების სამინისტროები უარს ეტყვიან თავშესაფრის მინიჭების საკითხის განხილვაზე იმ პირებს, რომლებიც ამერიკის საზღვრებს არალეგალურად კვეთენ; ასეთ ადამიანებს კი დადგენილ საგუშაგოებზე გადაიყვანენ.
„ჩვენ გვსურს, რომ ადამიანები ჩვენს ქვეყანაში მოდიოდნენ, მაგრამ მხოლოდ კანონიერ საფუძველზე“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას.
ცნობილია, რომ გასულ კვირას, ამერიკის პრეზიდენტის განკარგულებით, მექსიკის საზღვართან ამერიკელ სამხედროთა რაოდენობა 15 ათასამდე გაიზარდა იმისთვის, რომ შეჩერდეს დიდი რაოდენობით მიგრანტების შესვლა ქვეყანაში.