The Daily Wire-საქართველო დგას პრინციპული არჩევანის წინაშე, დაბრუნება რუსეთის წნეხქვეშ, თუ წინ სვლა ევროპული ღირებულებებისკენ?!

საქართველო სახიფათო სიტუაციაში იმყოფება – ერთი მხარე რუსეთის კონტროლის ქვეშ ყოფნის დაბრუნებისკენ მიასწავებს მეორე კი დამოუკიდებულობის და დასავლური ფასეულობების განვითარებისკენ. ბუნებრივია არც ეს გზა არ არის გამოწვევების გარეშე; საბედნიეროდ ერს ყავს შესანიშნავი წინამძღოლი, დასავლეთთან მჭიდრო კავშირების მქონე გამოცდილი პოლიტიკოსი და დიპლომატი, აშშ-ს კოლუმბიის უნივერსიტეტის უმაღლეს განათლება მიღებული, წარსულში სამაგალითო მსახური საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდტი სალომე ზურაბიშვილი.

სამწუხაროდ, ბევრი შეიძლება ადვილად დაჯერდეს – დაჯერდეს ტყუილებს და მოთაფლვებს, რასაც პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ავრცელებს, ადამიანი, რომელსაც რუსეთთან და ყოფილ საბჭოთა კავშირთან მჭიდრო კავშირები აქვს. საქართველო ამაყი ქვეყანაა, რომელიც დღესაც ცდილობს გაუმკლავდეს პრობლემებს, რომელიც საბჭოთა კავშირმა დაუტოვა და აგრესიას, რომელსაც რუსეთი ახორციელებს მათზე დღეს. გრიგოლ ვაშაძის არჩევა, კაცის, რომელიც ღიად ამაყობს წარსულში საბჭოთა კავშირშისთვის მსახურებაზე, იქნება უკან გადადაგმული ნაბიჯი ერისთვის. ვაშაძის არჩევა იქნება პირდაპირ საქართველოს საქმეებში რუსეთის შემოპატიჟება და ჩართვა, რაც კიდევ ერთხელ ამ დამოუკიდებელ ერს აქცევს რუსეთის თანამგზავრად.

ვაშაძე იყო მოსკოველი, ერთგული საბჭოთა დიპლომატი 1976 წლიდან 1993 წლამდე, სადაც იგი წლების მანძილზე მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ბირთვული შეიარაღებისა და სივრცის დეპარტამენტში. მიუხედავდ იმისა, რომ იგი უარყოფს რაიმე კავშირს, საბჭოთა კავშირის ყველაზე საშიშ ორგანიზაცია KGB-სთან, მისი უარყოფა არადამაჯერებელია. საბჭოთა კავშირის ძველი ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ბირთვული შეიარაღებისა და სივრცის დეპარტამენტში KGB-ს ჩართულობა დიდი იყო. ვაშაძის უარყოფის მიუხედავად, დანარჩენ მსოფლიოს, მარტივად შეუძლია დააკავშიროს წერტილები და დაინახოს აშკარა კავშირი.

ცხადია ასეთი ახლო კავშირი ასე მარტივად არ გაქრებოდა. თავად ვაშაძეს ცდილობდა ამ კავშირის შენარჩუნებას. მას ქონდა რუსეთის და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა 2009 წლის ნოემბრამდე – ერთი წელი იცდიდა რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის ომის შემდეგ. რისთვის წელავდა დროს? 2008 წლის აგვისტოში რუსულმა ჯარმა არალეგალურად შემოაღწია საქართველოში და აგრესიული და ძალადობრივი კონფლიქტით დატოვა ათასობით ქართველი დევნილად. ამ კონფრონტაციამდე თვეებით ადრე ვაშაძე გახდა საქარათველოს მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი. მაგრამ მან მაინც შეინარჩუნი მისი ერთგულება რუსეთის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი უტევდა მის “სახლს”, რომელშიც იგი მსახურობდა.

რა შეაჩერებს მის ერთგულებას და ინტერესს რუსეთის მიმართ, მისი პრეზიდენტობის არჩევის შემთხვევაში? ვაშაძის არჩევა არის ნაბიჯი უკან, უკან რუსეთის კონტროლის და აგრესიის ქვეშ ყოფნისკენ.

ვაშაძე საკმაოდ ჭკვიანია და ცდილობს ეს ყველაფერი მიატრიალოს ისე, თითქოს მისი ოპონენტია რუსეთთან მჭიდრო კავშირის მქონე. ამ ბრალდებებს ფაქტები, რა თქმა უნდა უარყოფს.

ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება კეთილდღეობის ეპოქას დაიწყებს და გამოაჩენს ყველა პროგრესს, რაც საქართველომ განიცადა დასავლური ფასეულობების მიღებაში, როგორიცაა დემოკრატია, პირადი თავისუფლება და თავისუფალი წარმოება. ზურბაშვილს ათწლეულობის განმავლობაში ჰქონდა წარმატებული კარიერა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მსახურებაში, სადაც მან მრავალ დასავლურ ქვეყანასთან მაგალითისთვის როგორიცაა, იტალია, ბელგია და შეერთებული შტატები დაამყარა ძლიერი კავშირები. იგი გაერთიანებული ერებში მსახურებისას თანამშრომლობდა დიპლომატებთან მსოფლიოს მასშტაბით. იგი ხელმძღვანელობდა საფრანგეთის საერთაშორისო თავდაცვის და სტრატეგიულ საკითხთა სამმართველოს, ისევ იყენებდა მის უნარჩვევებს, რომელიც მიიღო კოლუმიბიის უნივერსიტეტში და აძლიერებდა კავშირებს ევროპის მასშტაბით.

მაგრამ დღემდე მისთვის ყველაზე საამაყო პოზიცია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო – ემსახურა საფრანგეთის ელჩად თავისი წინაპრების მიწაზე საქართველოში.

ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება ასევე იქნება პოლიტიკის მხრივ წინ გადადგმული ნაბიჯი ქალებისთვის. იგი იყო საქართველოს პირველი ქალი საგარეო საქმეთა მინისტრი 2004 წელს; რის შემდეგაც, სამმა სხვადასხვა ქალმა იმსახურა ხსენებულ პოზიციაზე. ზურბაიშილი მზადაა გაარღვიოს მორიგი ბარიერი. დღემდე არასდროს არ არჩეული ქალი პრეზიდენტი საქართველოში. მისი გამარჯვება იქნება ქართველი ქალების გამარჯვება და საგრძნობლად გაამყარებს დასავლური სტილის დემოკრატიას – ერი, სადაც ნებისმიერ, ძლიერი შემართების, თავდადებულობის და ინტელიგენციის მქონე ადამიანს შუძლია წარმატების მიღწევა.

28 ნოემბერი დამოკიდებულია ქართველ ამომრჩევლებზე. უკან სვლა სურთ რუსეთის კონტროლის ქვეშ ვაშაძესთან ერთად? თუ წინ სვლა და ზურაბიშვილის დემოკრატიული ფასეულობების გაზიარება?.

 

ავტორი:JEREMY FRANKEL

 

წყარო: www.dailywire.com