მამუკა არეშიძე – ბიძინა ივანიშვილს ააქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც ბევრი რამ შეიცვლება.

ბიძინა ივანიშვილს აქვს გეგმა საკადრო პოლიტიკის შესახებ და არჩევნების შემდეგ ძალიან სერიოზული ცვლილებები იგეგმება, – ამის შესახებ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ექსპერტმა მამუკა არეშიძემ განაცხადა.

გამოცემა დაინტერესდა პირველი ტურის შედეგებით და ამ შედეგებზე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ასევე მისი სამომავლო გეგმებით.

„ვიცი, რომ იმ პირთა ნაწილი, ვინც ამგვარ ინფორმაციას აწვდიდა, უკვე აღარ არიან საარჩევნო პროცესში. სულ სხვა ჯგუფს დაევალა სოციოლოგიური კვლევების ჩატარებაც და საარჩევნო პროცესის წარმართვაც, მიუხედავად იმისა, რომ ნომინალურად ზოგიერთი ისევ დარჩა ძველ თანამდებობაზე. თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, ეს იქნება ძალიან კარგი პარტიის ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებისთვის.

რაც ვიცი, ის არის, რომ მას აქვს გეგმა საკადრო პოლიტიკის შესახებ და არჩევნების შემდეგ ძალიან სერიოზული ცვლილებები იგეგმება, მაგრამ, ალბათ, ივანიშვილს შეხვდება დიდი წინააღმდეგობებიც, რადგან არიან ისეთები, რომლებიც თვლიან, რომ ამ წლებმა მათ ზურგზე გადაიარა და მათ წინაშე „ქართული ოცნება” ვალშია.

საკადრო პოლიტიკაში კატასტროფული ვითარებაა რეგიონებში და არ ვიცი, ამას როგორ მოევლება. ცალკე პრობლემაა პორტირებული პირების თემა, რომლებიც ჯერ “ნაცების” სამსახურში იყვნენ, მერე კი “ქართულ ოცნებაში“ გადავიდნენ…“-აცხადებს მამუკა არეშიძე „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.